რეფლექსია


სსიპ სამტრედიის #1 საჯარო სკოლის მასწავლებელი კლავდია ბულკათის რეფლექსია   კვლევის შედეგების გაზიარების  შესახებ. 

საკვლევი თემა:  “ რუსულ ენის სამეტყველო უნარების გაუმჯობესების გზები სკოლაში“

    სკოლაში უცხო ენის კათედრაზე მასწავლებლთა მხრიდან ხშირია საუბარი იმის შესახებ, რომ მოსწავლეები სასურველ დონეზე  ვერ ფლობენ რუსული ენის სასაუბრო უნარებს.  ჩემს წინაშე დგას ამოცანა, რომ შევძლო მოსწავლეების დაინტერესება, რათა შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის საშუალებით კომუნიკაცია რუსულ ენაზე. 21- საუკუნის საგანმანათლებლო სივრცეში მთავარი სასიცოცხლო ფიგურა თითოეული მოსწავლეა. მოსწავლის ინდივიდუალიზმის ძიება შემეცნებით ლაბირინთში პედაგოგის მთავარი გამოწვევაა.  სწორედ ამიტომ, სკოლაში უპირველესი ნაბიჯი მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაა, რათა შევძლოთ მოსწავლის ინდივინდუალური შესაძლებლობების სრული გამოვლენა. ეს პრობლემა მნიშვნელოვნია ჩემთვის და სკოლის თითოეული მასწავლებლებისთვის.

   კვლევის წარმოების ფარგლებში განვიხილე ამ პრობლემის თავისებურები, მასთან დაკავშირებული სირთულეები და გამოვნახე პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზები, რაც დამეხმარა მოსწავლეების შესაძლებლობის სრულად რეალიზებაში და ჯანსაღი სოციალურ-სასწავლო ატმოსფეროს შექმნაში.

  ყოველივე ზემოთ თქმულიდან და ჩვენი საჭიროებიდან გამომდინარე გადავწყვიტე  წამოჭრილ პრობლემას  ჩავუღრმავდე და ვაწარმოვე მასზე კვლევა სკოლის X კლასის მოსწავლეთა მაგალითზე. ამ პრობლემის გადაწყვეტა  ჩემი  პროფესიული  ზრდისთვის,  ჩვენი მოსწავლეების შესაძლებლობის სრული რეალიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

   კვლევის მიზანი-მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების დახვეწის გზების მოძებნა და მისი  პოპულარიზაციაა.   

  ჩემი კვლევის ამოცანად დავისახე, შევისწავლო მოსწავლეთა  თავისებურები ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მაგალითზე, და დავსახო გზები მათი  სწავლების პროცესში უფრო აქტიურად ჩასართავად. ვაჩვენო, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების როლის ჩვენებით, აქტიური სწავლის მეთოდების გამოყენებით აგებული გაკვეთილები  რამდენად ეფექტურია, რამდენად შეუუწყობს ხელს  რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების დახვეწას და მის პოპულარიზაციის პროცესს.

    ჩვენს მიერ სწორად დაგეგმილ სწავლების პროცესზე დამოკიდებულია მოსწავლეთა აქტიურ და კონკურენტუნარიან მოქალაქეებად ჩამოყალიბება.  ამას კი სწორად დაგეგმილი ინტერვენციების საშუალებით მივაღწევთ. მისი საშუალებით შევძელებთ მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც მოზარდის მომავალი წარმატების საფუძველი იქნება.

     ინტერვენციის დაგეგმვის შემდეგ დავიწყე მისი განხორციელების გზების ძიება, პროცესი ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ შრომატევადი.  მოვამზადე კითხვარები, ჩავატარე დისკუსიები, შევიმუშავე კვლევის ინსტრუმენტები.

     მას შემდეგ, რაც განვახორცელე   რამდენიმე ინტერვენცია,  მივიღე საკმაოდ მაღალი შედგები. ეს ინტერვენციებია:


·         როლურ თამაშის შერჩევისას ვითვალისწინებ მოსწავლეთა ინტერესებს და ინდივიდუალური შესაძლებლობებს, ვუზრუნველყოფთ თითოეული მოსწავლის ჩართულობას;

·         ვქმნი როლური თამაშისათვის  უსაფრთხო გარემოს და ვუბიძგებ მოსწავლეებს, იმოქმედონ გაბედულად; ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება;

·         ვქმნი გარემოს  სადაც ყველა მონაწილე თანაბარუფლებიანია;

·         მოსწავლის ძლიერ მხარეებზე და შესაძლებლობებზე ფოკუსირებას ვახდენ ურთიერთობის პროცესში;

·         რესურსების შერჩევისას (წიგნები, ტექნიკა და ა.შ.) უნდა გავითვალისწინო სხვადასხვა შესაძლებლობისა და ინტერესების მქონე ბავშვთა საჭიროებები, ასევე განსხვავებული კულტურის, რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის მოსწავლეთა მსოფლმხედველობა;

·         საჭიროების შემთხვევაში, თავადაც  ვერთვები როლურ თამაშში და მითითებას ვაძლევ მოსწავლეებს; 

·         მოვაწყვეთ რუსული ენის დღეები დევიზით „ჩვენ ვცდილობთ რუსულად ლაპარაკს“.

       პოსტ-ინტერვენციური გაზომვის შედეგები, რომელიც მასწავლებლების   გამოკითხვით მივიღეთ, ასეთია:

·         შევუწყვე ხელი მოსწავლის ტოლერანტობისა და ემპათიის გრძნობის გამომუშავებას; 

·         დავეხმარე მოსწავლეს კომუნიკაციური უნარების განვითარებაში;

·         ჯგუფის მონაწილეებმა  ერთმანეთი შეავსეს  და გაამდიდრეს თავიანთი ცოდნითა და გამოცდილებით;

·         შეიძენეს და განივითარეს ურთიერთგაგების  უნარები;

·           და ყოველივე ამის შედეგად შევძელი სწავლების მთავარი მიზნის განხორციელება- სწავლების აკადემიური დონის ამაღლება.

       ინტერვენციების განხორციელების შედეგად მიღწეული  შედეგების მიხედვით მოსწავლეები უფრო მოტივირებული სწავლაში, უფრო თავდაჯერებულები არიან საკუთარ შესაძლებლობებში და უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებენ საუბრისას.

     მრიგად, გაკვეთილებზე მასწავლებლის მიერ სწორად შერჩეული აქტივობები, მკაფიოდ გამოკვეთილი კომენტარები, სწავლის მეთოდები და ეფექტიანი სტრატეგიები  დაეხმარა მოსწავლეს  საკუთარი შესაძლებლობებიგამოვლაში, ჩამოუყალიბდა მას სწავლისადმი პოზიტიური დამოკიდებულება. მიიღო საფუძვლები იმ ცოდნისა და უნარ-ჩვევების დასაუფლებლად, რომლებიც მას სწავლისა და ცხოვრების შემდგომ საფეხურზე გამოადგება.


        ჩვენი მთავარი მიზანიც ხომ ეს იყო:- მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების დახვეწა.

   უდიდესი  შედეგის მომტანი თამაშზე დაფუძნებული სწავლაა. ამ დროს აქტიური მეთოდების გამოყენება აძლიერებს სწავლის მოტივაციას, ზრდის სწავლების ხარისხს და მოსწავლის საუკეთესო თვისებების განვითარებას უწყობს ხელს. ასევე აღსანიშნავია,  რომ ეფექტურად წარმართული თამაშები ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებას განაპირობებს. ასევე ეფექტურად, მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად შერჩეული აქტივობები ზრდის მოსწავლეთა მიღებული ცოდნის ტრანსფერს პრაქტიკაში. ყოველივე ამის შედგად მიიღწევა ეროვნული სასწოვლო გეგმით დასახული მიზანი: თითოეულმა მოსწავლემ  მაღწიოს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს და შეძლოს თავისი უნარების რეალიზება.

     როლური თამაში მასწავლებელს და მოსწავლეებს ეხმარება  სხვადასხვა უნარის გამოვლენაში, შესაძლებლობების რეალიზაციაში. მონაწილეეები თავისუფლად  გამოხატავენ  თავიანთ აზრს და გამოავლენენ საკუთარ თავს ისე, რომ არ აქვთ სიმორცხვისა და გაუბედაობის განცდა.  სხვებთან ურთიერთობისას  არიან ლაღნი და კეთილგანწყობილნი ჯგუფის ყველა წევრის მიმართ. ნდობით ეკიდებიან ყოველ ახალ მონაწილეს და საშუალებას აძლევენ, თავი იგრძნონ ჯგუფის სრულყოფილ წევრად.   

   ყოველივე ზემოთ თქმულიდან ვასკვნით, რომ განხორციელებულმა ინტერვენციებმა უდიდესი  შედეგი მოიტანა. ამ დროს აქტიური მეთოდების გამოყენებამ გააძლიერა სწავლის მოტივაცია, გაზარდა სწავლების ხარისხი და მოსწავლის საუკეთესო თვისებების განვითარებას შეუწყო ხელი.

ახალი მეთოდებით ნასწავლ საკითხებზე მოსწავლეები უფრო თავისუფლად საუბრობენ, ანუ განხორციელებულმა აქტივობებმა  რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების დახვეწას შეუწყო ხელი.  ამით კვლევის მიზანი მიღწეულია, ამოცანა კი შესრულებული.

    თუმცა  ყოველი მეთოდის გამოყენების წინ მასწავლებელი უნდა დაფიქრდეს და კარგად გაიაზროს, შეესაბამება თუ არა არჩეული მეთოდი კონკრეტულ გაკვეთილს და წინასწარვე წარმოიდგინოს სავარაუდო შედეგი.

     კვლევის შედეგად შევძელით ეროვნული სასწავლო  გეგმის მიხედვით თითოეულ მოსწავლეს მიეღწია საუკეთესო შედეგისათვის თავისი  შესაძლებლობის ფარგლებში.

      გატარებული ინტერვენციების შეფასებისას გამოვლინდა რომ მათი უმრავლესობა შედეგიანი იყო.

    კვლევის ჩატარებით ნათლად განისაზღვრა, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები ან მიდგომები უნდა გამოვიყენოთ თითოეული ინიდივიდის სასკოლო ცხოვრებაში უფრო აქტიურად და მაღალი შედეგიანობით ჩასართავად, მათი ქცევის შესაცვლელად, დასარეგულირებლად, წასახალისებლად.

            ჩვენი კვლევა განსაზღვრული აქტივობებით შედეგიანი აღმოჩნდა. მისი დასრულების შემდეგ პედაგოგთა ერთი ნაწილი კმაყოფილი დარჩა ჩვენს მიერ კვლევის ფარგლებში შეთავაზებული მეთოდებით. აქტივობის დასრულების შემდეგ მოვაწყვეთ შეხვედრა მშობლებთან და  ბავშვებთან. მათ კმაყოფილება გამოთქვა, რადგან შენიშნეს გარკვეული დადებითი ცვლილებები მოსწავლეების დამოკიდებულებებში სწავლისადმი, რამაც აამაღლა მოტივაცია.

   კვლევის შედეგებიდან ასევე გამოიკვეთა, რომ ვერ მოვახერხეთ და გაგვიჭირდა მოძიებული ლიტარატურის სრული შესწავლა-გაანალიზება, რომელმაც მეტნაკლებად დააზარალა კვლევის შედეგი.

         ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა გავაცანი კოლეგებს.

  ჩემი გამოცდილება პედაგოგების ნაწილს დაეხმარა მოსწავლეების სხვადასხვა თავისებურებათა, ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობების უკეთ გამოყენებაში. ამით საგაკვეთილო პროცესი და კლასგარეშე აქტივობები უფრო შედეგიანად წარიმართა.

       უნდა აღინიშნოს, რომ უკუკავშირი, იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი აქტივობები ადრეც ხორციელდებოდა  და ამაში ვერ ხედავენ ვერავითარ სიახლეს. თუმცა ჩვენ თავიდანვე ავღნიშნეთ, რომ ჩვენს კვლევას არ ჰქონდა ფუნდამენტური კვლევის წარმოების ამოცანა, რომლის მიზანიც იქნებოდა მეცნიერული ცოდნის გაღრმავება ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი ტექნოლოგიების ახსნა. არამედ ჩემი მიზანი იყო უკვე არსებული თეორიებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში უფრო ეფექტური დანერგვა და გამოყენება. ამ მიზანს კი, ჩვენი აზრით და მასწავლებელთა დიდი ნაწილის აზრით, მივაღწიეთ.

       მასწავლებელთა მხრიდან ერთმანეთისათვის გამოცდილების გაზიარება, რაც ხდებოდა პედაგოგებთან შეხვედრებისას და კვლევის საკითხების პრეზენტაციის დროს, მნიშვნელოვანი იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. ჩვენ ყველანი ერთად, ხელახლა დავფიქრდით იმ აქტივობებზე,  რომლისთვისაც ადრეც შეგვეძლო მიგვემართა.

     კოლეგებმადაადასტურეს თემის აქტუალობა და აღნიშნეს, რომ მიზანი შეესაბამება პრობლემატიკას, აგრეთვე კვლევის მეთოდები შესაბამისობაშია კვლევის მიზანთან. კოლეგები სრულად იზიარებენ კვლევის შედეგებს, რომელსაც გაითვალისწინებენ თავიანთ მუშაობაში.  გამოითქვა აზრი, რომ საჭიროა გაგრძელდეს ამ მიმართულებით მუშაობა, და ის უნდა იყოს ხანგრძლივი, სისტემური, მრავალმხრივი.

   კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის.  ისინი დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა განახორციელონ. თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან მოხდება.






No comments:

Post a Comment