Sunday, April 28, 2019

სასწავლო პრაქტიკის  კვლევა


სასწავლო პრაქტიკის  კვლევა


საკვლევი თემა:

“ რუსულ ენის სამეტყველო უნარების გაუმჯობესების გზები სკოლაში“











სსიპ ქ. სამტრედიის N 1 საჯარო სკოლა

პედაგოგი:   კლავდია ბულკათი























სარჩევი

1 თავი I

1.1  შესავალი--------------------------------------------------------------------                3

1.2  საკვლევი   საკითხის   მიმოხილვა-   ------------------------------------                3

1.3.       პორბლემის გამომწვევი სავარუდო მიზეზები.-----------------------               4

1.4  კვლევის მიზანი-------------------------------------------------------------               5

1.5. კვლევის ამოცანა------------------------------------------------------------                5

1.6. პრობლემის შერჩევა--------------------------------------------------------                 6

თავი II

2.1.  პრობლემის აქტუალურობა:  -----------------------------------------------             7

 2.2. პრაქტიკული  კვლევის  არსი-----------------------------------------------              8

   2.3. ლიტერატურის მიმოხილვა               --------------------------------------             8

თავი III  მეთოდოლოგია და პროექტის ვადები

3.1 მეთოდოლოგია----------------------------------------------------------------              11

3.2 პროექტის ვადები--------------------------------------------------------------             12

თავი IV   4.1. ინტერვენციის აუცილებლობა------------------------------------            12

თავი V     5.1     ინტერვენციის აღწერა- განხორციელებული ქმედებები----------- 13

თავი VI

6.1.   კვლევის საფუძველზე მიღებული გამოკითხვის შედეგების სტატისტიკური ანალიზი------------------------------------------------------------------------------------ 16

6.2. პოსტ-ინტერვენციური გაზომვა---------------------------------------------------  20

6.3 კვლევის ნაკლოვანებები:------------------------------------------------------------22

6.4. კვლევის შედეგები და რეკომენდაციები.-------------------------------------------23



დასკვნა---------------------------------------------------------------------------------     23

გამოყენებული ლიტერატურა: ------------------------------------------------------   25

დანართი  ----------------------------------------------------------------------------------26











თავი I

1.1  ესავალი

    არცერთ განათლების სისტემას არ შეუძლია იყოს უკეთესი მასში მომუშავე მასწავლებლებზე.  ამა თუ იმ ქვეყნების წარმატება პირდაპირ უკავშირდება სწავლების ხარისხს. ამდენად, რა მიზანიც არ უნდა დაისახონ განათლების მინისტრებმა, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების გარეშე ვერცერთი მიზანი ვერ მიიღწევა. ალბათ, ამიტომაცაა, რომ   სსიპ ქ სამტრედიის #1 საჯარო     სკოლის ადმინისტრაცია სკოლის მასწავლებლებს ყოველმხრივ უწყობს ხელს, რომ  მათ პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ფარგლებში განახორციელონ ისეთი ეფექტური აქტივობები, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის პიროვნულ ზრდას და აკადემიურ წარმატებას.  ყოველივე ამის გამო ჩვენი სკოლის მასწავლებლები ასრულებენ ისეთ სამუშაოს, რომელიც წარმატებით აისახება საკლასო ოთახში. ვცდილობთ, მეტი ისეთი აქტივობა დავგეგმოთ, რომელიც უფრო ეფექტურს გახდის საკლასო ოთახს.   სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სწავლის მოტივაციის გაზრდას. სკოლის ადმინისტრაციის  შენიშვნებისა  და  მოსაზრებების გათვალისწინება კი  საშუალებას იძლევა ხარისხიანად წარიმართოს სწავლა-სწავლების პროცესი სკოლაში, მასწავლებლებს კი გვეზრდება მოტივაცია ვიზრუნოთ თვითგანვითარებაზე.

     ყოველივე ზევით ჩამოთვლილი ფაქტორები კი  საშუალებას გვაძლევს სკოლის მასწავლებლებს აქტიურად ვიყოთ ჩართული მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში და მის ფარგლებში  ვაწარმოვე კიდეც გამოყენებითი კვლევის პროცესი.

               1.2  საკვლევი   საკითხის   მიმოხილვა-   რუსულ ენაზე საუბარის ხარისხის გაუმჯობესების გზები  სწავლების პროცესში და მოსწავლეთა  თავისებურებებთან  დაკავშირებული   პრობლემები.

    ადამიანი სოციალური არსებაა, შესაბამისად კომუნიკაცია ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციაა. ჩვენ ვიბადებით კომუნიკაციის საჭიროებით და მისი მოთხოვნილებით. ყველა ის საფეხური, რომელსაც ბავშვი თავისი განვითარების ეტაპზე გაივლის იქნება ეს მოტორული, კოგნიტური თუ ენისა და მეტყველების, საჭიროებს კომუნიკაციის აქტიურ გამოყენებასა და მასში ჩართულობას. შეიძლება ითქვას რომ კომუნიკაცია ინდივიდის შესაძლებლობების, მისი დასწავლის უნარის გამოვლენის და გარემოსთან დაკავშირების პროცესია. კომუნიკაციის საშუალებით ხდება დასწავლა. მაგ. მიბაძვის გზით სხვისი ქცევის მოდელირებაც მეორე ადამიანისთვის ყურადღების მიქცევის ხარჯზე ხდება, რაც ასევე კომუნიკაციის ერთ-ერთი ფუნქციაა.

     ადამიანებთან კომუნიკაციითვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე პირობებში რუსული ენზე საასაუბრო უნარების ფლობას, მითუმეტეს ახლა, როცა ტურიზმის განვითარების კვლადაკვალ საქართველოში იმატა სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის  რუსი ეროვნების ვიზიტორთა რაოდენობამ. ამ ფონზე  კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების დაუფლებას მოსწავლეებში და ამის  გაუმჯობესების გზების ძიებაზე ვაწაროე კიდეც კვლევა.

  

1.3.          პორბლემის გამომწვევი სავარუდო მიზეზები. 

      სკოლაში უცხო ენის კათედრაზე მასწავლებლთა მხრიდან ხშირია საუბარი იმის შესახებ, რომ მოსწავლეები სასურველ დონეზე  ვერ ფლობენ რუსული ენის სასაუბრო უნარებს.  ჩემს წინაშე დგას ამოცანა, რომ შევძლო მოსწავლეების დაინტერესება, რათა შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის საშუალებით კომუნიკაცია რუსულ ენაზე.

        21- საუკუნის საგანმანათლებლო სივრცეში მთავარი სასიცოცხლო ფიგურა თითოეული მოსწავლეა. მოსწავლის ინდივიდუალიზმის ძიება შემეცნებით ლაბირინთში პედაგოგის მთავარი გამოწვევაა.  სწორედ ამიტომ, სკოლაში უპირველესი ნაბიჯი მოსწავლეთა საჭიროებების დადგენაა, რათა შევძლოთ მოსწავლის ინდივინდუალური შესაძლებლობების სრული გამოვლენა. ეს პრობლემა მნიშვნელოვნია ჩემთვის და სკოლის თითოეული მასწავლებლებისთვის.

        აშკარად ჩანს, რომ მოსწავლეებს უჭირთ თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში ანუ ტრანსფერული ცოდნის გააქტიურება.  ამ ფაქტმა მიბიძგა ჩამეტარებინა პრაქტიკის კვლევა.  განათლება  ყოველთვის ასოცირდება მერხთან ჯდომასთან, შრომასთან და დაღლასთან. „სწავლის ძირი მწარე არის“ - ნათქვამია. ალბათ ამიტომ ხშირად გვესმის, რომ პატარა ბავშვებს არ უნდა დავუკარგოთ ბავშვობა, განათლება უნდა მივაწოდოთ მინიმალური დოზებით, რათა ბავშვები არ გადავღალოთ და ა.შ. მასწავლებლები ხშირად ვამჩნევთ, რომ ზოგიერთი მოსწავლის მხრიდან შეინიშნება სწავლისადმი უინტერესო დამოკიდებულება, რაც გავლენას ახდენს მათ მოტივაციის ხარისხზე და საბოლოოდ აისახება აკადემიურ მოსწრებაზე.  მოსწავლეებსა და მათ მშობლებთან ამ პრობლემებზე ხშირი საუბრები და ამ პრობლემების გადაჭრის გზების ძიება თითოეული ჩვენი სკოლის მასწავლებლისგან გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს.

   გაკვეთილი უნდა იყოს დაგეგმილი ისე, რომ მოსწავლემდე იყოს მიტანილი როგორც სასიამოვნო, საინტერესო და მიმზიდველი. ამასთან, მოსწავლეებს ხელი უნდა შევუწყოთ და მივცეთ შესაძლებლობა, რომ გაკვეთილი მოსასმენადაც სასიამოვნო იყოს.  ჩვენი საქმიანობის მიზანია, რომ სწავლა არ უნდა იყოს მოსაწყენი, მაგრამ ის არ უნდა გადაიქცეს თავშესაქცევ საქმიანობად, მას უნდა ჰქონდეს რაღაც დანიშნულება, აზრი მისთვის, ვინც სწავლობს.

     მეტი ყურადღება ბავშვებს – ესაა გზავნილი მასწავლებლებისადმი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელისგან.  ნებისმიერი ცვლილება არსებული რეალობიდან უნდა გამოდიოდეს,   საგნის შესაყვარებლად, მოსწავლეს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება უნდა ვასწავლოთ. ნათქვამია  განათლების  სამინისტროს  ოფიციალურ  საიტზე  გავრცელებულ  ინფორმაციაში.







1.4       კვლევის მიზანი-მოსწავლეთა თავისებურებების გათვალისწინებით სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების დახვეწის გზების მოძებნა და მისი  პოპულარიზაცია.   

    კვლევის მიზანია კვლევაში ჩართულმა პირებმა დეტალურად შევისწავლოთ  სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების დახვეწის გზები, გავეცნოთ მასთან  დაკავშირებულ სირთულეებს და გამოვნახოთ პრობლემების გადაჭრის ოპტიმალური გზები, რაც პედაგოგებს დაგვეხმარება მოსწავლეებში ჯანსაღი სოციალურ-სასწავლო ატმოსფეროს შექმნაში, რაც რეალურად გააუმჯობესებს  მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებას.

      ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეულ მოსწავლე უნდა მიღწიოს საუკეთესო შედეგებ თავისი შესაძლებლობის ფარგლებში და უნდა შეძლონ შესწავლილი მასალის უკეთ გამოყენება პრაქტიკაში.

   შესაბამისი კვლევის ჩატარება ნათლად დაგვანახებს თუ რა კონკრეტული ღონისძიებები ან მიდგომები უნდა გამოვიყენოთ თითოეული ინიდივიდის სასკოლო ცხოვრებაში უფრო აქტიურად და მაღალი შედეგიანობით ჩასართავად, მათი ქცევის შესაცვლელად, დასარეგულირებლად, წასახალისებლად.

      მოსალოდნელი შედეგი- ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების როლის ჩვენებით,  აქტიური სწავლის მეთოდების გამოყენებით გაძლიერდება სწავლის მოტივაცია, გაიზრდება სწავლების ხარისხი. ასევე აღსანიშნავია,  რომ ეფექტურად წარმართული დაგეგმილი აქტივობები ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ჩემი გამოცდილება პედაგოგებს დაეხმარებათ მოსწავლეთა  სხვადასხვა თავისებურებათა უკეთ გათვალისწინაბაში, რაც საგაკვეთილო პროცესს და კლასგარეშე აქტივობების უფრო შედეგინად წარმართვაში დაეხმარებათ და მუაობას გაუადვილებთ.



1.5        კვლევის ამოცანა

 კვლევის ამოცანაა პასუხი გასცეს შემდეგ კითხვებს:

1.     რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნა?

2.     და თუ გაკვეთილები ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების როლის ჩვენებასა და  აქტიური სწავლის მეთოდების გამოყენებაზეა აგებული რამდენად შეუუწყობს ხელს ეს რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების დახვეწას და მის პოპულარიზაციის პროცესს?

    ე. ი. ჩემი კვლევის ამოცანად დავისახე, შევისწავლო მოსწავლეთა  თავისებურები ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მაგალითზე, და დავსახო გზები მათი  სწავლების პროცესში უფრო აქტიურად ჩასართავად. ვაჩვენო, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების როლის ჩვენებით, აქტიური სწავლის მეთოდების გამოყენებით აგებული გაკვეთილები  რამდენად ეფექტურია, რამდენად შეუუწყობს ხელს  რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების დახვეწას და მის პოპულარიზაციის პროცესს.

    ჩვენს მიერ სწორად დაგეგმილ სწავლების პროცესზე დამოკიდებულია მოსწავლეთა აქტიურ და კონკურენტუნარიან მოქალაქეებად ჩამოყალიბება.  ამას კი სწორად დაგეგმილი ინტერვენციების საშუალებით მივაღწევთ. მისი საშუალებით შევძელებთ მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას შევუწყოთ ხელი, რაც მოზარდის მომავალი წარმატების საფუძველი იქნება.

1.6         პრობლემის შერჩევა

   კომუნიკაციის განვითარებაზეა დამოკიდებული ის თუ რამდენად შეესაბამება ბავშვის ასაკს მისი ენობრივი უნარები და მეტყველება. შესაბამისად თუ ენისა და მეტყველების განვითარებაში რაიმე სახის შეფერხებაა, აუცილებლად იქმნება სირთულეები კომუნიკაციის მიმართულებით.

     მასწავლებლის   საქმიანობა  რთული და საპასუხისმგებლოა. ჩვენ ყოველდღიურად გვიწევს სწავლებისთვის საჭირო მეთოდებისა და სტრატეგიების შერჩევა, რომლებიც მოსწავლის არამარტო ცოდნაზე, არამედ მოტივაციასა და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეც იქნება ორიენტირებული. რათა გავაუმჯობესოთ გაკვეთილზე ართულობა და ინტერსი სწავლისადმი.

  ამჟამად პოპულარულია სამი სახის სასწავლო აქტივობა: მოდელირება ანუ თამაშით სწავლა, კომუნიკაციური დიალოგი ანუ დისკუსიის წარმოება და წყაროების შესწავლა ანუ კვლევითი საქმიანობა.

ეფექტური სწავლა-სწავლების პროცესი მოსწავლეს სამი სახის ცოდნით უზრუნველყოფს:

    1. სტატიკური ანუ დეკლარაციულია ცოდნა, როცა მოსწავლემ იცის წესები, კანონები, ცნებების განმარტებები, ფორმულები;

    2. დინამიკური ანუ პროცედურულია ცოდნა, რომელიც მოსწავლეს ცოდნის გამოყენების, რეალიზების საშუალებას აძლევს;

   3. ფუნქციური ანუ ტრანსფერულია ცოდნა, რომელიც მოსწავლეს საშუალებას აძლევს, თავისი ცოდნა ადეკვატურად გამოიყენოს სხვადასხვა კონტექსტში,  მოახდინოს ცოდნის გადატანა ანუ ტრანსფერი.

           ტრანსფერს ხელს უწყობს სწავლება, რომელიც ეხმარება მოსწავლეებს, წარმოაჩინონ პრობლემები აბსტრაქციის რაც შეიძლება მაღალ დონეზე. ტრანსფერს ხელს უწყობს ცოდნა, რომლის ტრანსფერიც ხდება, უნდა იყოს მიზეზ-შედეგობრივი მიმართების შემცველი; სწავლების პროცესი, რომელიც ორიენტირებულია შეძენილი გამოცდილების გამოყენებაზე სხვადასხვა სიტუაციაში; სწავლის პროცესში მოსწავლის მიერ აღმოჩენილი ამოცანის გადაჭრის გზები. მასწავლებელმა ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს, რომ მან შეძენილი ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტში გადაიტანოს და გამოიყენოს. აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთაშორისი და ცხოვრებისეული კავშირების დამყარებაც. თუ ამოცანად იმას დავისახავთ, რომ მარტო ცოდნა და უნარ-ჩვევები კი არ გადავცეთ მოსწავლეებს, არამედ იმ იდეებითაც დავაინტერესოთ, რომლებიც მათ მიერ მიღებულ ცოდნასა და განვითარებულ უნარ-ჩვევებს უდევს საფუძვლად, იმასაც შევძლებთ, სწავლების პროცესი მათთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს.

     ჩემს კვლევაში განვიხილავ სწავლების პროცესის პოპულარიზაციის გზებს,  მის პროცესში როლური თამაშის გამოყენებას, რომელსაც როგორც კოგნიტური, ასევე აფექტური (ემოციური) და ფსიქო-მოტორული მიზანი აქვს. მისი გამოყენებით მოსწავლეები შეძლებენ:

·         თემატურად მსგავსი შინაარსების ურთიერთდაკავშირებას; 

·         ინფორმაციისა და გამოცდილებების როლური გათამაშებით გადმოცემას; 

·         შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების განვითარებას;

·         ტოლერანტობისა და ემპათიის გრძნობის გამომუშავებას; 

·         კომუნიკაციური უნარების განვითარებას; 

როგორ შევძლოთ რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების გაუმჯობესება მოსწავლეებში? ამ პრობლემაზე ვეცდები პასუხის მოძებნას ამ კვლევის წარმოების პროცესში.



თავი II

2.1 პრობლემის აქტუალურობა:  

   პრაქტიკის კვლევა არის საუკეთესო ინსტრუმენტი მასწავლებლისთვის გამოიკვლიოს მოსწავლეთა საჭიროებები, რაც დაეხმარება შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილების ჩატარებაში. გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს უჭირდათ თეორიული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში. ამიტომ, მიზნად დავისახე მოსწავლეთა  რუსულ ენაზე კომუნიკაციის უნარების განვითარება

კომუნიკაცია, ერთი შეხედვით ძალზე მარტივ სიტყვად გვეჩვენება, რომელსაც ყველასთვის გასაგები მნიშვნელობა აქვს.    ვფიქრობ, სწორედ კომუნიკაციაა ის საშუალებარომლის საფუძველზეც ხდება სხვადასხვა სახის დავებისა თუ კომფლიქტების მოგვარება და სასურველი შედეგის მიღება.

  საერთოდაც, სწორად წრმართული კომუნიკაცია ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც ადამიანი  სოციალური არსებაა. რომელსაც ყოველდღიურად უამრავი კონტაქტის დამყარება  უხდებაატომაც კომუნიკაციის ეფექტურ წარმართვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს იმდენად, რამდენადაც ის გვიმრტივებს ცხოვრებას, გვაძლევს სასურველ შედეგს და ..

  კომუნიკაცია, ეს არის მინიმუმ ორ ადამიანს შორის ინფორმაციის გაცვლა, რომელსაც ყოველთვის გააჩნია გარკეული მიზანი. სწორედ ამ მიზნის მისაღებადაა აუცილებელი ცოტა რამ მაინც ვიცოდეთ ეფექტური კომუნიკაციის შესახებ, ანუ როგორ გავცეთ ისე ინფორმაცია, რომ მისმა  მიმღებმა მხარემ  ზუსტად გაიგოს რა იგულისხმა ინფორმაციის გამცემმა. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ თითქმის არასოდეს  არ ხდება მიმღების მიერ ინორმაციის მთელი სიზუსტით აღქმა.

  კომუნიკაცია მეტად რთული ოვლენაა, რომელიც მოიცავს ინფორმციის გადცემასმის მიღებასა და მიღებულ ინფორმციაზე რეაგირების ეტაპებს.

ეროვნული სასწავლო გეგმა  უცხ.ს..25. მოსწავლე ფლობს ელემენტარულ ენობრივ უნარ-ჩვევებს და იყენებს მათ.

2.2. პრაქტიკული  კვლევის  არსი

  წამოვჭერი პრობლემა, რომელიც შეეხებოდა რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების დახვეწას და მის პოპულარიზაციის პროცესს. რომელიც ალიან მნიშვნელოვანია სწავლების ხარისხის გაუმჯობესების პროცესში. როგორც ვიცით, განასხვავებენ ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევებს.  ჩემს კვლევას არა აქვს ფუნდამენტური კვლევის წარმოების ამოცანა, რომლის მიზანიც იქნებოდა მეცნიერული ცოდნის გაღრმავება ახალი თეორიების შექმნით და აქამდე უცნობი ტექნოლოგიების ახსნა.  წინამდებარე კვლევა წარმოადგენს გამოყენებით პრაქტიკულ კვლევას, რომლის მიზანიც უკვე არსებული თეორიებისა და ტექნოლოგიების პრაქტიკაში უფრო ეფექტური დანერგვა და გამოყენება წარმოადგენს. პრაქტიკული კვლევა გულისხმობს თანამშრომლობით კოლექტიურ მიდგომას და  მის განხორციელებას მკლევარების, პედაგოგების, მოსწავლეების მედიკოსისა და მშობლების ერთობლივი ძალიხმევით.      

         კოლეგებთან ერთად ვიკვლევთ ბევრ მეთოდსა და აზრს, რომელიც დაგვეხმარება უკეთ ვასწავლოთ მოსწავლეებს. ვსაუბრობთ გამოწვევებზე და უპირატესობებზე რომელი მიდგომა აჯობებს, ვიკვლევთ თითოეულის აზრს, ვმართავთ დისკუსიას თემაზეროგორ უნდა გააუმჯობესოს მასწავლებელმა სწავლების ტექნიკა, სწავლების რესურსი და ვითვალისწინებთ სწავლების საუკეთესო მაგალითებს.   თანამშრომლობითი მიდგომა ყველა პრობლემური სიტუაციის შემცირების ინსტრუმენტს წარმოადგენს და ხელს შეგვიწყობს სასურველი შედეგის მიღწევაში.    ამიტომ ჩემი კვლევის ფაგლებში ვაწარმოვე გამკითხვა კოლეგებთან, გავეცანი შესაბამის ლიტერატურას და დავგეგმე ინტერვენციები.





2.3.      ლიტერატურის მიმოხილვა

          უზნაძის  მიდგომები  სწავლაზე

       ცნობილი  ქართველი  ფსიქოლოგი   . უზნაძე (1886-1950 ..) თავისი თეორიის ფარგლებში აშუქებს ბავშვის  სწავლის ფსიქოლოგიურ ბუნებას და ფუნქციას. უზნაძის აზრით, ყველა ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივ მდგომარეობას მოძრაობა, აქტიურობა შეადგენს. არ არის აუცილებელი, რომ ცოცხალი ორგანიზმის ასამოქმედებლად მასზე რაიმე გამღიზიანებელი ზემოქმედებდეს. ცოცხალი ორგანიზმის ბუნებრივი თავისებურებაა მასში არსებული ძალების მოქმედება, აქტივობა. ამ თავისებურებას უზნაძე ფუნქციონალურ ტენდენციას უწოდებს.

       . უზნაძის მიხედვით, სწავლა ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სწავლა სკოლის გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. სწავლა არა მხოლოდ რაიმე ცოდნის შეძენას გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების  („ძალების“) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაა.

        სასკოლო გარემოში სწავლა გარკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ კი მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ - სწავლება. მასწავლებელი ასწავლის მოსწავლეს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა დაშესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწოდებს მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების („ძალთა“) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ, კი - მისგან გარკვეულ წილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა:   მოსწავლისათვის ახალი მასალის მისაწვდომად გადაცემა, „ახსნა.ახსნა კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა დაძველი უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს.“  ამგვარად, მოსწავლის განვითარების  პროცესში  მასწავლებელი   შუამავალია მასალასა   დამოსწავლეს (მისძალებს“) შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული ფაქტი ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი ცნობიერებისთვის ხდება მისწავდომი. რაიმე ფაქტი, მოვლენა თუ საგანის წავლის შედეგად  ბავშვისთვის  არამხოლოდ  პრაქტიკულად  მოცემულად  არსებობს,   არამედ   ცნობიერებაშიც  ინახება  ცნებათა  სახით.
       ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლის ძირითადი არსი  ახსნაში  და  ამ  გზით, მოვლენათა, ფაქტთა  და საგანთა  ცნობიერებაში  ასახვასა  და  მოზარდის  ცნებითი  აზროვნების  განვითარებაში  მდგომარეობს. რაც გამოიხატება  იმ ძალების  და  შესაძლებლობების  განვითარებაში, რომელიც  შემდგომში  სერიოზული  საქმიანობის  განხორციელების  საფუძველი  ხდება.

  ყველა მასწავლებლისთვის ცნობილია, რომ სწავლაში წარმატება დიდად არის დამოკიდებული მოსწავლის დაინტერესებაზე, სურვილსა და მასში ცნობისმოყვარეობის გამოწვევაზე.

თანამშრომლობითი სწავლების ერთ-ერთი ცნობილი მეთოდი არის სიმულაცია, ანუ  როლური თამაში, რომელიც  მოსწავლეთათვის განსაკუთრებით სახალისოს ხდის სასწავლო პროცესს და მათ მაღალ სააზროვნო უნარებს უვითარებს

სიმულაცია გულისხმობს ისეთი ხელოვნური სიტუაციების შექმნას, რომლებიც რეალობის მსგავსია. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სიმულაცია არის რეალობის გათამაშება. სიმულაციას ადამიანების მონაწილეობით კი როლურ თამაშს უწოდებენ.

    როლური თამაშები სწავლების აქტიური ფორმაა. ამ დროს მოსწავლეები არა მხოლოდ გონებრივად, არამედ ფიზიკურადაც აქტიურები არიან, მათ საშუალება აქვთ, გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულებები, ემოციები, რაც აადვილებს სწავლის პროცესს და მასალის ათვისებას.

როლური თამაშის მიზანია:   სხვა ადამიანის როლის თამაშით მოსწავლეებმა ერთსა და იმავე პრობლემას რამდენიმე განსხვავებული კუთხით შეხედონ, რაც მათ თვალსაწიერსა და მაღალ სააზროვნო უნარებს განუვითარებს;  ემაპათიის/თანაგანცდის უნარის განვითარება

    მეოცე საუკუნის დასაწყისში ამერიკელმა ფსიქოლოგებმა პირველებმა გამოიყენეს ცოდნის ტრანსფერის ხარისხის გასაზომი ტესტები. ტრანსფერი რომელიმე სიტუაციაში ნასწავლის განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენებას ნიშნავს. დიმიტრი უზნაძის აზრით, აზროვნებას ახასიათებს ტრანსპოზიციის/გადატანის უნარი. მას შემდეგ, რაც მოსწავლე გადაჭრის ერთ ამოცანას, მას უკვე აღარ უჭირს ანალოგიური ამოცანის გადაჭრა: აზროვნებას ერთხელ გადაჭრილი ამოცანის ხერხი ანალოგიურ ახალ ამოცანაზე გადააქვს (. უზნაძე, 1998).

წყარო  განმარტებითი ლექსიკონი /ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008]. - 20სმ. [MFN: 76027] ნაწ. 2: განათლების სპეციალისტებისათვის / [წიგნზე მუშაობდნენ:  სიმონ ჯანაშია და  სხვ.]. - [2008]. - 56გვ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 54-56. - ISBN: 978-9941-0-0541-1 (ყველა  ნაწ.), ISBN: 978-9941-0-0542-8 (ნაწ. 2) : [..][MFN: 95118]

პედაგოგიკის მეთოდიკის სპეციალისტები დიდ ყურადღებას აქცევენ აქტიური სწავლების სტრატეგიებს, რომლებსაც განსაკუთრებული შედეგის მოტანა შეუძლიათ სწავლების ყველა საფეხურზე და ყველა საგანში. ევროპის ბევრ ქვეყანაში იყენებენ ამ სტრატეგიას, რომელიც გულისხმობს სწავლების პროცესში ჯგუფურ ჩართვას და გადაწყვეტილებების  ერთობლივად მიღებას. ეს საშუალებას აძლევს მასწავლებელს, განავითაროს ყველა მოსწავლის ინდივიდუალური მონაცემები, ხელი შეუწყოს მათი განსაკუთრებული ინტერესების გამოვლენას, თვითშეფასების ამაღლებას, საკომუნიკაციო უნარების განვითარებას. 

ტიმ ტეილორის შეხედულებები თამაშსა და სწავლაზე

     აქტიური მეთოდიკის სტრატეგიებზე დღეს ბევრი თეორეტიკოსი თუ პრაქტიკოსი მასწავლებელი ფიქრობს.  უნარების მასწავლებელმა ტიმ ტეილორმა აღნიშნული საკითხი სიღრმისეულად გამოიკვლია და გამოაქვეყნა სტატია – თამაშით სწავლებისა და წარმოსახვით გაგების შესახებ.

   ერთ-ერთ სტატიაში ტიმი გვაძლევს შესანიშნავ მაგალითს იმისა, თუ როგორ შეიძლება დავგეგმოთ გაკვეთილი მოსწავლეებისთვის თამაშის გამოყენებით. სადაც პედაგოგი დრამაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს იყენებს, რომელიც ხელს შეუწყობს სწავლებას – თუ როგორ უნდა მოვიქცეთ უბედური შემთხვევის დროს. ტიმი აღნიშნავს, რომ ეს არ გულისხმობს როლების თამაშს.

    სასწავლო პროცესი როდესაც ხდება მოსაწყენი და უინტერესო, მოსწავლე კარგავს სწავლის სურვილს და მოტივაციას. შედეგად, სასწავლო პროცესი ვერ ასრულებს მის ძირითად დანიშნულებას, რომელიც გარდა სასწავლო შინაარსის დამახსოვრებისა, მოიცავს უნარების განვითარებას, მათ შორის ცოდნის ტრანსფერის და ახალი ცოდნის კონსტრუირების უნარების განვითარებას. ამისთვის  უნდა მოხდეს ისეთი ეფექტური, ინტერაქტიური  გარემოს გამოყენება, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მოტივაციის  გაზრდას და მათ აქტიურ ჩართვას სასწავლო პროცესში. ამით შესაძლებელი იქნება მიღებული ცოდნის აქტივაცია და ახალი ცოდნის შეძენა. სწორედ ეს არის ის მიმართულება, როცა სასწავლო პროცესში შესაძლებელია თამაშზე დაფუძნებული მეთოდიკის გამოყენება.

     ბავშვი ყველაზე კარგად სწავლობს და ვითარდება თამაშით და თამაშის დროს. თამაშით ბავშვი ხდება ჯგუფის წევრი, სწავლობს სხვებისა და საკუთარი მოქმედებებისა და ქცევის შეფასებას. თამაში ასწავლის ბავშვს ურთიერთობებს, ყურადღებას, საკუთარი აზრების სწორად გამოხატვასა და დიალოგის წარმართვას, ანვითარებს მეტყველებას. თამაში ბავშვს ასწავლის გარკვეული დადგენილი პირობითი ნორმებისადმი დამორჩილება-დაქვემდებარებას. და ბოლოს - ნებისმიერ ინფორმაციას ბავშვი ყველაზე კარგად ითვისებს სწორედ თამაშით. ამიტომაც სწავლების ერთ-ერთ ფორმებად  განათლების სისტემაში აღიარებულია თამაში და ექსპერიმენტი.

    თამაშით მიღებული ცოდნა ყველაზე მდგრადია - ცნობილია, რომ ყველაზე უკეთ გვამახსოვრდება ის ინფორმაცია, რომელიც დადებით ემოციებთან ასოცირდება.  და მთავარი - თამაშით სწავლა ბავშვისთვის ბუნებრივია, სახალისო და მას არ ღლის! პირიქით, მით მეტს სწავლობს ბავშვი, მით მეტს მოითხოვს, და ჩვენი ამოცანაა შევუწყოთ მას ხელი ამ მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში, შევუქმნათ საინტერესო გარემო და მივაწოდოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია. თუ ბავშვის დღის წესრიგი დაბალანსებულია, მოძრავი და წყნარი აქტივობები ერთმანეთს ენაცვლება, და ბავშვს ეძლევა დრო დასვენებისა და რელაქსაციისათვის, საუბარი ბავშვის განათლებით გადაღლაზე არ არის სერიოზული.

 წყარო  http://mastsavlebeli.ge/?p=1814

   არსებული ლიტერატურის კვლევის საფუძველზე საინტერესო სწავლების აქტიური მეთოდები არის მასწავლებლებისათვის  რეკომენდირებული. რომელთა გამოყენება  სწავლებისას ძალიან ეფექტურია.



თავი III  მეთოდოლოგია და პროექტის ვადები

3.1 მეთოდოლოგია

     კვლევის სანდოობის გაზრდის მიზნით მონაცემთა შეგროვების სხვადასხვა მეთოდი გამოვიყენეთ. ეს მეთოდებია ფოკუსჯგუფები, ინტერვიუები, კითხვარები, ფოკუსირებული დაკვირვება და მეორადი მონაცემების ანალიზი.

  ჩვენი კვლევის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე  ფოკუს-ჯგუფი, რომლებიც განსხვავდებოდა  მონაწილეთა მიხედვით. ფოკუს-ჯგუფში ვიყენებდით ჯგუფური ინტერვიუს მეთოდს,  რომლის დროს ერთდროულად ვესაუბრებოდით  რამდენიმე რესპოდენტს: ეს ფოკუს ჯგუფებია:

1. სკოლის ადმინისტრაცია

2. სკოლის უცხო ენის კათედრის წევრი პედაგოგები

3.  სკოლის Xკლასის მოსწავლეები

4. სკოლის X კლასის მოსწავლეთა მშობლები

    ფოკუს-ჯგუფები თავსებადია კვლევის სხვა მეთოდებთან და ჩვენ მასთან ერთად გამოვიყენეთ გამოკითხვის  მეთოდიც, რომლითაც ფოკუს-ჯგუფებიდან მიღებული თვისობრივი ინფორმაცია რაოდენობრავი შედეგებით კიდევ უფრო გამდიდრდა.

      კვლევაში გამოყენებული იქნა შერჩევის ორი ტიპი:  სრული შერჩევა და  მიზნობრივი შერჩევა-სრული შერჩევის მეთოდის  გამოყენებით საკვლევი თემის შესასწავლად გამოვიყენეთ კითხვარი /ანკეტა/იგი განკუთვნილი იყო სკოლის მასწავლებლებისთვის,  მოსწავლეებისათვის, მშობლებისათვის. ამ მეთოდის გამოყენების მიზანი იყო დაგვედგინა მშობელთა წარმოდგენა.  გამოკითხვა- კვლევის წარმოებისას კითხვარები შევადგინეთ ისე, რომ  პასუხი მიგვეღო ფოკუს ჯგუფებში აზრთა ურთიერთ გაცვლა-გამოცვლისას დასახელებულ  გარემოებებზე და გამოკვეთილი პრობლემების გადაჭრის გზებზე.

1.    რა არის საჭირო მოსწავლეებში რუსული ენის სამეტყველო უნარების განვითარებისათვის?

2.      არის თუ არა საკმარისი პედაგოგის მიერ მოსწავლისათვის სასურველი ატმოსფეროს შექმნა მოზარდის სრულფასოვნად განვითარებისთვის?

3.      რამდენად უზრუნველყოფს პედაგოგი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში ტრასფერს საგაკვეთილო პროცესში.

4.      რა  უპირატესობები აქვს მოსწავლეთა და პედაგოგების მიერ მოსწავლეთა ასაკის თავისებურების შესაბამისად  ერთობლივად შემუშავებულ თამაშის წესებს.

5.        რა სირთულეებს და პრობლემებს წარმოშობს მოსწავლეთა  სწავლების პროცესში ერთფეროვნება და თამაშების გათუვალისწინებლობა  გაკვეთილის პროცესში.

6.      რამდენად განიხილავენ პედაგოგები პრობლემებს კოლეგებთან და ადმინისტრაციასთან

7.      რამდენად მოსახერხებელია პედაგოგისთვის მოსწავლეთა სოციალური, ფიზიოლოგიური ასპექტების ცოდნა.

8.      ზოგიერთი მოსწავლის სწავლისადმი ინტერესისა და  გაკვეთილზე ჩართულობის გაზრდის მიზნით  რა ღირებულება გააჩნია თამაშით სწავლების მეთოდის  გამოყენებას  ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში მასწავლებლებისთვის.

   რადგან პრობლემა ეხება მოსწავლეებს, მშობლებს და სკოლის პედაგოგებს, ამიტომ თითოელი მათგანის აზრი გასათვალისწინებელია. კითხვარი შეავსო ფოკუს-ჯგუფში შემავალმა ყველა ზემოაღნიშნულმა პირმა, ვინც უარი არ თქვა მონაწილეობაზე ყოველგვარი შერჩევის გარეშე.

  მეორადი მონაცემების ანალიზი-მეორადი მონაცემების დამუშავება გულისხმობს აქამდე არსებული ფაქტების შესწავლას და  ჩვენ მიერ შეტანილი ცვლილებების გაანალიზებას, მისი ძირითადი პუნქტების გამოყოფას.





3.2 პროექტის ვადები

კვლევის გეგმა- ინტერვენციის დაგეგმვა   შევიმუშავეთ პროექტის  ვადები

 


აქტივობა
სექტემბერი
ოქტომბერი
ნოემბერი
დეკემბერი
იანვარი
თებერვალი
მარტი
აპრილი
მაისი
საკვლევი პრობლემის შერჩევა
X








კვლევაში მონაწილე პირთა შერჩევა
X
X







არსებული ლიტერატურის მოძიება და გაცნობა
X
X
X






კვლევის სავარაუდო გეგმის შემუშავება
X








კითხვარის შედგენა, ამუშავება
X








გამოკითხვა
X
X
X






გამოკითხვით  მიღებული შედეგების ანალიზი

X
X
X





1.        შედეგების სტატისტიკური ანალიზი



X





2.        ინტერვენციის დაგეგმვა

X
X






3.        ინტერვენციის განხორციელება

X
X






4.        ინტერვენციების განხილვა



X





5.        ინტერვენციის შედეგების ანალიზი

X
X
X





პრეზენტაცია სკოლასთან, შედეგების გაცნობა



X








თავი IV

4.1. ინტერვენციის აუცილებლობა

   პედაგიგთა ჯგუფებში აზრთა ურთიერთ გაცვლა-გამოცვლისას დასახელდა ის აუცილებელი გარემოებები, თუ რატომ უნდა ვეცადოთ მოსწავლეთა სოციალური და ფიზიოლოგიურ-ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით მოსწავლეთა სწავლების პროცესში მეტი ყურადღება მივაქციოთ გაკვეთილებზე ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ჩვენებასა და აქტიური სწავლის მეთოდების გამოყენებას. ეს ჩემი აზრით ხელს შეუუწყობს რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების დახვეწას და მის პოპულარიზაციას.

     რუსულ ენაში ლექსიკური მარაგის დასაგროვებლად და ცოდნის განმტკიცების ძირითადი საშუალება არის საუბარი, კომუნიკაცია და სავარჯიშოების შესრულება. რადგან ვარჯიში თავისთავად გულისხმობს ერთგვაროვანი პროცედურების მრავალჯერად გამეორებას, რაც ასევე საკმაოდ მომქანცველი და მომაბეზრებელი პროცესია.  ამიტომაც, მიღებული ცოდნის გაღრმავებისა და გათავისებისათვის საჭიროა სავარჯიშოების შესრულება ისეთ გარემოში, რომელიც ამ ვარჯიშს სახალისოს გახდის.

     საყოველთაოდ ცნობილია, რომ რუსულის გაკვეთილებზე ახალი სიტყვების შესწავლა მოსწავლეებისათვის საინტერესო არაა და როგორც წესი ამ სავარჯიშოების ეფექტიანობის კოეფიციენტი ძალზე დაბალია: მიღებული ცოდნა მოსწავლეს სწრაფად ავიწყდება, რადგან ვარჯიშის დროს შესრულებულ პროცედურებს არ გააჩნია კონტექსტი, ხოლო მოსწავლის მოტივაცია დაბალია.

    სწორედ ამან განაპირობა ინტერვენციის აუცილებლობა. რის გამოც მივმართეთ აქტიური სწავლების მეთოდს.

    პედაგოგების გამოკითხვისას გამოიკვეთა მოსაზრებები, რომ მოსწავლეთა სწავლების პროცესში როლური თამაშის მეთოდის უფრო აქტიური გამოყენება გვეხმარება ბავშვის სულიერი სამყაროს წვდომაში, რათა მისი პოზიციიდან დავინახოთ სამყარო. კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სოციალური გარემო მკაფიოდ აისახება ბავშვის გუნება-განწყობაზე. ყველანი შევთანხმდით, რომ მოზარდის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის აუცილებელია მოსწავლე მეტად ხედავდეს ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების როლს. მისი  ჩვენებით, თამაშზე დაფუძნებული აქტიური სწავლის მეთოდების გამოყენებით გაძლიერდება სწავლის მოტივაცია, გაიზრდება სწავლების ხარისხი.  ყველანი შევთანხმდით, რომ მოზარდის სწავლების პროცესში თამაშის მეთოდის უფრო აქტიურ გამოყენებას შემდეგი უპირატესობები გააჩნია:

·         გვეხმარება კონფლიქტური სიტუაციების დარეგულეირებაში

·         გვეხმარება სწავლების აკადემიური დონის ამაღლებაში

·         გვეხმარება ბავშვის პრობლემების გააზრებაში.

·         გვეხმარება კონკრეტული ღონისძიებებისა და მიდგომების გათვალისწინებაში.

·         გადამწყვეტი ფაქტორია სასურველი ატმოსფეროს შექმნაში

·         გვეხმარება მშობლებთან დაახლოებაში და ერთობლივი მუშაობის წარმართვაში

·         გვეხმარება ნდობის  ამაღლებაში მასწავლებლის მიმართ.

თავი V

5.1.        ინტერვენციის აღწერა- განხორციელებული ქმედებები

   იმის გამოსავლენად, თუ რა ტიპის წყაროებიდან რა მოცულობით იმახსოვრებს ადამიანი ინფორმაციას, კლასში ტრადიციული მეთოდებით ჩატარებულ გაკვეთილზე გაკვეთილის ბოლოს 3 გაკვეთილის განმავლობაში მოსწავლეებს შევთავაზე ათი კითხვა. ეს კითხვები შეეხებოდა  შესწავლილ ახალ მასალას და წინა გაკვეთილზე, რომელიც ასევე ტრადიციული მეთოდებით ჩატარდა, შესწავლილ მასალას. ცოდნის შესაძენად მოსწავლეებს ჭირდებათ  წესების დამახსოვრებისათვის ერთგვაროვანი პროცედურების მრავალჯერადი გამეორება. რაც საკმაოდ მომქანცველი და მომაბეზრებელი პროცესია. ცხადია,  მოსწავლეთა დიდ ნაწილს გაუჭირდა მასალის ათვისება.  სამივე გაკვეთილზე დაახლოებით მსგავსი სურათი მივიღე: გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა უპასუხა ყველა კითხვას სწორად.

       ამ სახის სავარჯიშოები როცა შევასრულებინე მოსწავლეებს მას შემდეგ, რაც გაკვეთილებზე ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების ჩვენებაზე მეტი ყურადღება გავამახვილე როლური  თამაშის მეთოდის გამოყენებით, გაცილებით უკეთესი შედეგი მივიღე.  ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მასალის გააზრებას და გაზარდა მოსწავლის მოტივაცია.  თამაშზე დაფუძნებული სასწავლო გარემოს საშუალებით შევძელი ვარჯიშის რუტინული პროცედურები მრავალფეროვანი და სახალისო გამეხადა. ამისათვის  განხორციელებული ინტერვენციები:

·         შევქმენი მუშაობის გეგმა, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული უნარების განვითარებაზე და საშუალებას გვაძლევს, გაიზომოს  მისაღწევი შედეგები; 

·         ვქმნი როლური თამაშისათვის  უსაფრთხო გარემოს და ვუბიძგებ მოსწავლეებს, იმოქმედონ გაბედულად; ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება;

·         ვქმნი გარემოს  სადაც ყველა მონაწილე თანაბარუფლებიანია;

·         მოსწავლის ძლიერ მხარეებზე და შესაძლებლობებზე ფოკუსირებას ვახდენ ურთიერთობის პროცესში;

·         რესურსების შერჩევისას (წიგნები, ტექნიკა და ა.შ.) უნდა გავითვალისწინო სხვადასხვა შესაძლებლობისა და ინტერესების მქონე ბავშვთა საჭიროებები, ასევე განსხვავებული კულტურის, რელიგიის, ეთნიკური წარმოშობის მოსწავლეთა მსოფლმხედველობა;

·         საჭიროების შემთხვევაში, თავადაც  ვერთვები როლურ თამაშში და მითითებას ვაძლევ მოსწავლეებს; 

   თითოეული ახალი თემის  შესწავლისას მოსწავლებს ვცდილობ მეტი მასალა მივაწოო მის პრაქტიკაში გამოყენებაზე. ამისთვის პირველ რიგში მოვიძებ მეტ საინტრესო ვიდეო მასალას და ვასმენიებ მოსწავლეებს. შემდეგ კი ვცდილობ მოსწავლეებში ავღძრა იმიტაციის სურვილი და განვაწყო ისინი როლური თამაშებისათვის.

  როლური თამაშების ჩატარებისას წინასწარ მოვემზადე როგორც მასწავლებელი, ასევე მოვამზადე მოსწავლეებიც.

   თითოეული როლური თამაშის მომზადებისას გავიარე სამივე აუცილებელი ფაზა 1)   მომზადება;   2)  თავად გათამაშება;   3) განხილვა.

   იმისათვის, რომ სათანადოდ მომზადებულიყავი  როლური თამაშისთვის, მასწავლებელმა ჯერ თავად  განვსაზღვრე და ჩამოვაყალიბე მიზანი; როლური თამაშს ვარჩევ ისე, რომ შინაარსი შეესაბამებოდეს სასწავლო თემატიკას, მოსწავლეთა ცოდნის დონეს, ინტერესებსა და საჭიროებებს. მას შემდეგ, რაც შევარჩიე სათანადო როლური თამაში, შევადგნე სცენარი, როდესაც შევარჩიე რეგლამენტირებული როლური თამაში, ან სცენარის მონახაზი, სპონტანური როლური თამაშისათვის.   

  თამაშის დაწყებამდე მასწავლებელი  წინასწარ ვაძლევ მოსწავლეებს ინსტრუქციას, როცა გვსურს, მოსწავლეებს  დაკვირვების და ობიექტური შეფასების უნარები განუვითაროთ, სასურველია, ჯგუფის წევრებს შორის გამოიყოს დამკვირვებლები, რომლებიც შეაფასებენ როლურ თამაშში მონაწილეებს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით.

   გათამაშება- შემდეგი ეტაპი უშუალოდ თამაშის მსვლელობაა, სადაც მოსწავლეები ასრულებენ როლებს ინსტრუქციის შესაბამისად. როლური თამაშების შედეგი პირდაპირ უკავშირდება ჯგუფის წევრების პროცესში ჩართულობასა და დადებითი ატმოსფეროს შენარჩუნებას. ამიტომ, ჯგუფის პასიური წევრებს გზადაგზა უნდა წავახალისო, რათა  ყველამ აქტიური მონაწილეობა მიიღოს პროცესში.

    და ბოლოს ვაწყობ თამაშის განხილვას.  როლური თამაშების დასრულების შემდეგ მონაწილეები ასრულებენ მოქმედებას და გამოდიან როლიდან; ისინი გამოთქვამენ მოსაზრებებს, რა შეიძინეს/ ისწავლეს და გამოხატავენ ემოციებს, თუ რას გრძნობენ, რა იყო პოზიტიური და ნეგატიური მუშაობის პროცესში. ამის შემდეგ დამკვირვებლები გამოთქვამენ კომენტარებს ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით;  ბოლოს კი  მასწავლებელი მოსწავლეებთან ერთად ვაჯამებ შედეგებს.

     იმისათვის, რომ როლური თამაში იყოს ეფექტიანი, მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს როლური თამაშის სამივე ფაზა. როლურ თამაშის შერჩევისას ასევე გავითვალისწინე მოსწავლეთა ინტერესები და ინდივიდუალური შესაძლებლობები, ვუზრუნველვყავი თითოეული მოსწავლის ჩართულობა.

     ყოველივე ამის შემდეგ, კმაყოფილებით ავღნიშნავ, რომ თითქმის ყოველთვის სასურველი შედეგი მივიღე, როცა ახალი მასალის შესწავლა ვცადე მოსწავლეებისათვის თამაშის მეთოდის გამოყენებით.  მეორე გაკვეთილზე  მოსწავლეთა 90% -მა  10 კითხვიდან ათივე სწორი პასუხი გასცა.  ე.ი. მხოლოდ მაშინ ამახსოვრდება მოსწავლეთა 90%-ს სრულყოფილად ახალი მასალა, როდესაც  საუბრობენ და თავად მონაწილეობენ პროცესებში, თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, აკეთებე დასკვნებს, გეგმავენ სამომავლო მოქმედებებს. რაც ამ შემთხვევაში როლური თამაშით გახდა შესაძლებელი.

          ძალიან ეფექტური აღმოჩნდა ასევე ჩემს მიერ ჩატარებული ინტერვენია კლასგარეშე მუშაობის სახით რუსული ენის დღეების მომზადება და ჩატარება დევიზით: „ჩვენ ვცდილობთ რუსულად ლაპარაკს“. რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეების მიერ სასწავლო მასალის ათვისებისა და რუსული ენის დაუფლების აქტივიზაციის პროცესს. ასეთი დღეების ჩატარების მიზანია მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება, რუსულ ენაში კითხვის ტექნიკის განვითარება  და ამ ენის მატარებელი ადამიანების კულტურასთან და ტრადიციებთან მიახლოება. ასეთი ღონისძიებების ჩატარების შედეგად მოსწავლეებს განუვითარდათ არა მარტო საგნისადმი ინტერესი, არამედ უჩნდებათ დამატებით ლიტერატურასთან, სხვადასხვა სახის ლექსიკონებთან, ცნობარებთან, პოპულარულ–სამეცნიერო ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

          რუსული ენის დღეების ჩატარების ამოცანაა მოსწავლეების ჩართვა ღონისძიებებში. სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის უნარ–ჩვევების განვითარება. მოსწავლეთა მიერ რუსული ენის უფრო ღრმად შესწავლის ინტერესის, მათი თვალსაწიერის გაფართოება, შემოქმედებითი უნარ–ჩვევების განვითარება.

            გარდა ამისა, რუსული ენის დღეების ჩატარება არის ერთ-ერთი სახე სასწავლო პროცესისა, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს მოსწავლის პიროვნულ თავისებურებებზე. მოსწავლეები ისწრაფვიან  თვითრეალიზაციისკენ, მათ უყალიბდებათ დაგეგმარებისა და თვითკონტროლის უნარი. ისინი  ავლენენ ინტელექტუალურ უნარებს. მოსწავლეები ხალისით ერთვებიან შეჯიბრებებში. მოსწავლეებთან ერთად მათი ინტერესების გათვალისწინებით შევიმუშავე   გეგმა:

პირველი დღე:   მოსწავლეთა შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენა,  კალიგრაფიის კონკურსი;  მოსწავლეთა მიერ მოძიებული ცნობილი ადამიანების გამონათქვამების გამოფენა რუსულ ენაზე .

მეორე დღე:   მოგზაურობა ფრაზეოლოგიზმების სამყაროში

„ რატომ ვლაპარაკობთ ასე“;        ცნობილი ფრაზეოლოგიზმები კრილოვის იგავებიდან.

მესამე დღე :     მხატვრული კითხვის კონკურსი /პოეზია/  სხვადასხვა

მეოთხე დღე:       კრილოვის იგავ–არაკების ინსცენირება.

მეხუთე დღე: დიალოგები სხვადასხვა თემაზე .

       რუსული ენის დღეების გახსნისას  მოსწავლეებმა გააჟღერეს რუსული ენისა და ლიტერატურის დღეების ჩატარების პროგრამა და ყველა ის ღონისძიებები, რომლებშიც ისინი მიიღებდნენ მონაწილეობას.

    მოსწავლეებმა მოსინჯეს თავიანთი თავი მხატვრის, მკითხველის, კონკურსების წამყვანების, ჟიურის  წევრების როლებში. მოიძიეს კრილოვის იგავების ქართული თარგმანები. გაიმართა კრილოვის იგავ–არაკების ინსცენირება. ინსცენირებები იყო ძალიან საინტერესოდ წარმოდგენილი. მოსწავლეებმა გამოამჟღავნეს მსახიობური ნიჭი და შესრულების მანერა. ყველა  შემოქმედებითად მიუდგა ინსცენირებას. ყველაზე ორიგინალური გამოდგა   ინსცენირებული იგავი „კვარტეტი“.  მოეწყო პრეზენტაცია თემაზე; ,,კრილოვის ბიოგრაფია“.   ასევე მათ მიერ მოძიებულ იქნა რუსული ფრაზეოლოგიზმები, მათი ისტორია და ქართული შესატყვისები, კვლევითი მოღვაწეობის უნარ–ჩვევებმა ჰპოვეს ასახვა მათ მიერ შექმნილ პრეზენტაციებში. ძალიან მხიარულად ჩაიარა მოგზაურობამ ფრაზეოლოგიზმების სამყაროში. განსაკუთრებულად შთამბეჭდავი იყო მხატვრული კითხვის კონკურსი. მოსწავლეები თვითონ ირჩევდნენ ნაწარმოებებს. თითოეულმა მათგანმა შეარჩია თავისი საყვარელი ლექსი. ყველაზე მეტად გაიჟღერა პუშკინის ლექსებმა. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მოსწავლე, რომელმაც წაიკითხა ესენინის „წერილი დედას“, და მოიძია მისი ქართული ვარიანტიც. 



       მოსწავლეები ითხოვდნენ  ასეთი ღონისძიებების  უფრო ხშირად ჩატარებას. მიუხედავად იმისა, რომ ადვილი არ იყო მოცემული დავალებების შესრულება, ზოგიერთ  კითხვაზე  ბოლომდე  ვერ სცემდნენ პასუხს,  ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები გამოიწვევს არა მხოლოდ საქმისადმი ინტერესს, არამედ განუვითარებს მათ გამარჯვებისკენ სწრაფვას, გუნდური სულისკვეთების გამოვლენას. და განუვითარებს რუსულ ენაზე მეტყველების უნარს.

   


6.1.  კვლევის საფუძველზე მიღებული გამოკითხვის შედეგების სტატისტიკური ანალიზი

     ჩვენს გამოკითხვაში ჩაერთო  მეათეკლასელი 15  მოსწავლე. მათ გამოკითხვის შედეგებიდან გამომდინარე დავადგინე,რომ

X კლასის მოსწავლიდან კითხვაზე შეგიძლია თუ არა რუსულ ენაზე გამართულად საუბარი?  მოსწავლეთა მოსაზრებები შემდეგნაირი აღმოჩნდა:





მოსწავლეები
რაოდენობა
არა
6
დიახ
3
მხოლოდ მარტივი დიალოგის გამართვა ნასწავლ საკითხებზე
6



თუმცა უკეთ საუბრის სურვილი ყველას, ანუ  გამოკითხულ მეათეკლაელთ მთელ 100%-ს აქვს. კითხვაზე: შენი აზრით რა არის საჭირო მოსწავლეებში რუსული ენის სამეტყველო უნარების განვითარებისათვის? მოსწავლეთა მოსაზრებები შემდეგნაირი აღმოჩნდა:





მოსწავლეები
რაოდენობა
სახელმწიფოს მხრიდან  მიექცეს მეტი ყურადღება რუსული  ენის სწავლების საკითხს

5
მასწავლებლებმა გამოიყენონ მეტი ინოვაციური მეთოდი მოსწავლეთა  რუსული  ენის სწავლით დაინტერესებისათვის.

10



ე.ი. ამისთვის მოსწავლეთა  67% მიიჩნევს, რომ მასწავლებლებმა  უნდა გამოიყენონ მეტი ინოვაციური მეთოდი მოსწავლეთა  რუსული  ენის სწავლით დაინტერესებისათვის, ხოლო 33% თვლის, რომ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან  მიექცეს მეტი ყურადღება რუსული  ენის სწავლების საკითხს.

   ამავე სკითხზე მშობლების მოსაზრებაც თითქმის ასეთივეა 4 მშობელი, ანუ მშობელთა 40% თვლის, რომ საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან  მიექცეს მეტი ყურადღება რუსული  ენის სწავლების საკითხს.  მშობელთა მხოლოდ 30%, ანუ მხოლოდ 3 მშობელი მიიჩნევს, რომ მასწავლებლებმა  უნდა გამოიყენონ მეტი ინოვაციური მეთოდი მოსწავლეთა  რუსული  ენის სწავლით დაინტერესებისათვის. ასევე 3 მშობელი, ანუ  მშობელთა 30% თვლის, რომ თავადაც უნდა ავლენდეს მეტ ყურადღებას შვილის რუსული ენით დაინტერესების საკითხში.



მშობლები
რაოდენობა
სახელმწიფოს მხრიდან  მიექცეს მეტი ყურადღება რუსული  ენის სწავლების საკითხს

4
მასწავლებლებმა გამოიყენონ მეტი ინოვაციური მეთოდი მოსწავლეთა  რუსული  ენის სწავლით დაინტერესებისათვის.

3
თავად მშობელი უნდა ავლენდეს მეტ ყურადღებას შვილის რუსული ენით დაინტერესების საკითხში.

3






 დიაგრამა 1

კითხვაზე მიგაჩნია თუ არა, რომ როლური თამაშით სწავლება უფრო საინტერესო იქნება  შენთვის რუსული  ენის უკეთ სწავლისათვის? მოსწავლეთა მოსაზრებები შემდეგნაირი აღმოჩნდა:

მოსწავლეები
რაოდენობა
არა
1
დიახ
14



ამავე სკითხზე მშობლების მოსაზრებაც თითქმის ასეთივეა 8 მშობელი თვლის, რომ აუცილებელია  როლური თამაშის  გამოყენება, დანარჩენი 2 კონკრეტულად ვერ ასახელებს როლური თამაშის აუცილებლობას, თუმცა დასძენს, რომ შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი გზა მისი შვილის რუსული ენის სწავლის საკითხით დაინტერესებისა.

მშობლები
რაოდენობა
არა
-
დიახ
8



  რაც შეეხება მასწავლებელთა მოსაზრებას  საკითხზე: თქვენი აზრით რომელი მეთოდი იქნება უფრო ეფექტური  რუსული  ენის სასაუბრო უნარების განვითარებისათვის?

მასწავლებლები
რაოდენობა
როლური თამაშის
5
ჯგუფური მუშაობის
-
ტესტირების
-





ხოლო კითხვაზე: თქვენი აზრით რა არის საჭირო მოსწავლეებში რუსული ენის სამეტყველო უნარების განვითარებისათვის? მასწავლებლები მიიჩნევენ, რომ

მასწავლებლები
რაოდენობა
სახელმწიფოს მხრიდან  მიექცეს მეტი ყურადღება რუსული  ენის სწავლების საკითხს

3
მასწავლებლებმა გამოიყენონ მეტი ინოვაციური მეთოდი მოსწავლეთა  რუსული  ენის სწავლით დაინტერესებისათვის.

2
 მშობელი უნდა ავლენდეს მეტ ყურადღებას შვილის რუსული ენით დაინტერესების საკითხში.

-



   ჩემი კვლევის საფუძველზე არაერთი საგულისხმო და საინტერესო  ფაქტები აღმოვაჩინე. კლასში ტრადიციული მეთოდებით ჩატარებულ გაკვეთილზე შესწავლილი ახალი მასალის და წინა გაკვეთილზე, რომელიც ასევე ტრადიციული მეთოდებით ჩატარდა, შესწავლილი  მასალის  შესახებ  დასმულ ათი კითხვიდან  გამოკითხულთა მხოლოდ 10%-მა უპასუხა ყველა კითხვას სწორად.

   ამ ექსპერიმენტმა მე მიმიყვანა შემდეგ დასკვნამდე: მიუხედავად იმისა, თუ რომელ კლასში ვატარებ გაკვეთილს,  წარმატებით ვასწავლი მხოლოდ ერთს ათიდან. როგორც უნდა ვეცადოთ, სკოლაში კარგად სწავლობს მხოლოდ 10%.  ეს სამწუხარო რაეალობაა. (იხ. დიაგრამა1)




დიაგრამა2

     ჩემი აზრით, ამის ახსნა ძალიან მარტივია: ადამიანთა მხოლოდ 10%-ს აქვს უნარი, ისწავლოს წიგნის კითხვით ან მოსმენით.  ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეთა მხოლოდ 10%-ს მიესადაგება ტრადიციული სწავლების მეთოდები. დანარჩენ 90%-საც შეუძლია სწავლა, მაგრამ არა წიგნის კითხვით, არამედ სხვა გზით, თავისი მცდელობებით, რეალური გამოცდილებით, გრძნობის ყველა ორგანოს მონაწილეობით. ასე რომ, ყველა ადამიანს შემეცნებისა და განვითარების  სხვადასხვა საშუალება აქვს.

      აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, ადამიანი შეიძლება შევადაროთ აისბერგს, რომლის მხოლოდ 1/10 ჩანს წყლის ზედაპირზე, 9/10 კი წყლითაა დაფარული. ხომალდების უმეტესობა ოკეანეებში აისბერგის სწორედ ამ უხილავი ნაწილის მსხვერპლი ხდება. პედაგოგთა წარუმატებლობის დიდი წილი მოდის იმაზე, რომ  სასწავლო პროცესში  ხშირად ვივიწყებეთ მოსწავლის გრძნობებსა და ემოციებს.

     ამ ყოველივეს გათვალისწინება აუცილებელია, რათა პედაგოგის ძალისხმევამ შედეგი გამოიღოს.  მან უნდა იზრუნოს და გაამრავალფეროვნოს სწავლების პრაქტიკა, რომ მოსწავლეებს სხვადასხვა გზა შესთავაზოს ახალი ინფორმაციის აღსაქმელად, გასაგებად, გასაანალიზებლად, ძველისა და ახალი მასალის დასაკავშირებლად, შესაბამისი დასკვნების გამოსატანად, გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად.





6.2. პოსტ-ინტერვენციური გაზომვა

     პოსტ-ტესტური გაზომვა ჩატარდა პრე-ინტერვენციული გაზომვის ჩატარებიდან 3 კვირის შემდეგ. დროის ამ პერიოდში  შემდეგი სურათი მივიღე, როცა  რუსული ენის გრამატიკული მასალის შესწავლა ვცადე მოსწავლეებისათვის თამაშის მეთოდის გამოყენებით.  მეორე გაკვეთილზე  მოსწავლეთა 90% -მა  10 კითხვიდან ათივე სწორი პასუხი გასცა.  ე.ი. მხოლოდ მაშინ ამახსოვრდება მოსწავლეთა 90%-ს სრულყოფილად ახალი მასალა, როდესაც  საუბრობენ და თავად მონაწილეობენ პროცესებში, თვითონ იღებენ გადაწყვეტილებებს, აკეთებენ დასკვნებს, გეგმავენ სამომავლო მოქმედებებს.  (იხ.დიაგრამა 3)




დიაგრამა 3



   ინტერვენციების განხორციელების შედეგად მიღწეული  შედეგების მიხედვით მოსწავლეები უფრო თავდაჯერებულები არიან საკუთარი აზრის გამოხატვაში და უფრო ნაკლებ შეცდომას უშვებენ შემაჯამებელი სამუშაოს შესრულებისას.

      ვენ მიზანიც, სწორედ ეს იყოეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით თითოეულ მოსწავლეს მიეღწია საუკეთესო შედეგისათვის თავისი შესაძლებლობის ფარგლებში და შეძლებოდათ მასალის უკეთ დასწავლა, დავალებების უკეთ შესრულება. 

რატომ?  იმიტომ, რომ ვირტუალური სასწავლო გარემო ხელს უწყობს მოსწავლის მოტივირებას, რადგან მას შესაძლებლობა აქვს სწრაფად დაინახოს და გაიაზროს კავშირი სასწავლო მასალასა და რეალობას შორის.  ამ დროს შეიძლება მან დაუშვას შეცდომები. განსხვავებით რეალური ვითარებისაგან, ამ დროს იგი დაცულია რისკისაგან და აქვს მცდელობის რამოდენიმეჯერ გამეორების საშუალებ.ა ეს კი შესაძლებლობას იძლევა მოხდეს ცოდნის კონსტრუირება დროის მცირე მონაკვეთში. ამასთან, ეფექტური სასწავლო თამაშის გამოყენების დროს, გაცილებით მარტივია შეძენილი ცოდნის და უნარების ტრანსფერი სხვადასხვა რეალურ ვითარებაში. ამის საპირისპიროდ, ტრადიციული, პასიური სასწავლო პროცესის დროს ხდება ვიწრო პროცედურული კომპეტენციების ჩამოყალიბება და შემდეგ მათი შემოწმება ისეთ ვითარებებში, რომელთა მსგავსება რეალურ ვითარებებთან ძალზე შეზღუდულია.

    

კვლევის  მიგნება   ინტერვენციის განხორციელების შემდეგ შემდეგი საკითხები გამოიკვეთა, რომ  მოსწავლე იმახსოვრებს:

პროცენტი
ქმედება
10% 
წაკითხულიდან მოსმენილიდან
წიგნი, სახელმძღვანელო, ბეჭდური მედია
30%
ნანახიდან
ილუსტრაცია, სლაიდები, ფილმები
90%
როლური თამაში
როლური თამაშისას აზრების ურთიერთ გაცვლა-გამოცვლა



       სწავლების აქტიური მეთოდები მოსწავლეს ახალ პოზიციაში აყენებს, როდესაც ის აღარ არის, მეტაფორულად თუ ვიტყვით, „პასიური ჭურჭელი“, რომელსაც ცოდნით ვავსებთ. ის აქტიურდება და საგანმანათლებლო პროცესში იღებს მონაწილეობას. ადრინდელი სასწავლო გამოცდილების მიხედვით, მოსწავლე მთლიანად ექვემდებარებოდა მასწავლებელს, დღეს კი პედაგოგი მისგან მოელის აქტიურ მოქმედებას, დამოუკიდებელ აზროვნებას, აღიარებულ მოსაზრებებში დაეჭვებას, ვარაუდების გამოთქმას, იდეების მოწოდებას, შემოქმედებითობას.

  აქტიური მეთოდები გულისხმობს სასწავლო პროცესში თამაშის ელემენტების გამოყენებას. თამაშის პედაგოგიკა კრებს იდეებს, რომლებიც ხელს უწყობს ჯგუფში ურთიერთობის ჩამოყალიბებას, თვალსაზრისთა ურთიერთგაცვლას, კონკრეტული პრობლემების გაგებას და მათი გადაწყვეტის გზების ძიებას. როგორც აღიარებულია, თამაშს დამხმარე ფუნქცია აქვს სწავლების პროცესში.

   კვლევის დიზაინის ლოგიკის მიხედვით, თუ ჩვენს მიერ შემუშავებულმა ინტერვენციებმა დადებით შედეგი გამოიღო, მაშინ სასწავლო პროცესის შეფასების თითოეული ინდიკატორის მნიშვნელობა უფრო მაღალი უნდა იყოს პოსტ-ინტერვენციული, ვიდრე პრე-ინტერვენციული გაზომვის დროს.

    პირველი ინდიკატორი, რაც მნიშვნელოვნად შეიცვალა ინტერვენციის შემდგომ არის მოსწავლეთა დამოკიდებულება სწავლისადმი. გაიზარდა როგორც  სუსტი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა სწავლის ხარისხი, ამავდროულად, ძლიერი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებშიც გაიზარდა უკეთ სწავლის მოტივაცია.

    ინტერვენციის  შედეგად შეიცვალა  დამოკიდებულება და აღქმა. ეს ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ გაუმჯობესებული მიდგომის საშუალებით შესაძლებელი გახდა სწავლების ხარისხის მნიშვნელოვანი  გაუმჯობესება.

       პოსტ-ინტერვენციური გაზომვის შედეგები, რომელიც მასწავლებლების   გამოკითხვით მივიღეთ, ასეთია:  მასწავლებლებიი მიიჩნევენ, რომ შედეგი არის დამაჯერებელი, მოსწავლეებში გაიზარდა სწავლის მოტივაცია, ახალი მეთოდებით ნასწავლ საკითხებზე მოსწავლეები უფრო თავისუფლად საუბრობენ, ანუ განხორციელებულმა აქტივობებმა რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების დახვეწას შეუწყო ხელი.  ამით კვლევის მიზანი მიღწეულია, ამოცანა კი შესრულებული.

    6.3.  კვლევის ნაკლოვანებები: კვლევის შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ ვერ მოვახერხეთ და გაგვიჭირდა ლიტარატურის სრული შესწავლა-გაანალიზება, რომელმაც მეტნაკლებად დააზარალა კვლევის შედეგი.

     როგორც ყველა მეთოდს, როლურ თამაშსაც აქვს თავისი დადებითი ეფექტები და სირთულეები.

სასწავლო პროცესში როლური თამაშების გამოყენების დადებითი ეფექტებია: მოსწავლე ყოველთვის ხალისით ერთვება თამაშშიამჟღავნებს ინტერესსა და ენთუზიაზმს;

     როლურ თამაშს ახლავს შემდეგი სირთულეები: როლური  თამაშები მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან მოითხოვს წარმოსახვის კარგად განვითარებულ უნარს. ამიტომ ამ მეთოდის გამოყენებამდე მასწავლებელმა ისეთი შემოქმედებითი აქტივობები უნდა დაგეგმოს, რომლებიც ხელს შეუწყობს ამ უნარების განვითარებას (მაგ., დაასრულე მოთხრობა, შეცვალე მოთხრობის ფინალი, დაწერე ესსე, შექმენი სცენარი და სხვ.). 

·როლურმა თამაშმა მოსწავლესა და მასწავლებელს შორის არსებული დისტანცია შეიძლება ზედმეტად დაარღვიოს, რაც მასწავლებელს შემდგომში კლასის მართვაში შეუშლის ხელს. ამ სირთულის დასაძლევად მასწავლებელი თანმიმდევრული უნდა იყოს როლური თამაშის წესების დაცვაში და მოსწავლეებსაც უნდა მოსთხოვოს მათი დაცვა.

·მოსწავლეები, რომელთაც უჭირთ ემოციებისა და დამოკიდებულებების სხვების თანდასწრებით თავისუფლად გამოხატვა, დისკომფორტს გრძნობენ როლური თამაშისას. ამის თავიდან ასაცილებლად მასწავლებელმა უნდა “გახსნას” ასეთი მოსწავლე. ამისათვის ნაკლებად უნდა გამოიყენოს კრიტიკა და წაახალისოს მცირედი მცდელობისთვისაც კი.


ჯგუფის ზოგიერთ წევრს უჭირს როლიდან გამოსვლა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ერთგვარი გაუგებრობა და ნეგატიური ურთიერთგანწყობა. მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს როლიდან გამოსვლაში (მაგ., სისტემატურად უნდა შეახსენოს მათ, რომ ეს თამაშია და არა რეალობა). 

·როლური თამაშების ჩატარება ძნელია დიდ ჯგუფებთან. როდესაც მასწავლებელს დიდ ჯგუფებთან უწევს მუშაობა, სჯობს, მოსწავლეთა ნაწილი დამკვირვებლის როლში ჩააყენოს.

    6.4. კვლევის შედეგები და რეკომენდაციები.

  ჩატარებული კვლევიდან გავაკეთე დასკვნა, რომ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში უკეთ გამოყენებისათვის აუცილებელია მასწავლებელმა ხშირად მიმართოს როლური თამაშის მეთოდს, ხშირად მოაწყოს მხატვრული კითხვის ან სხვა სახის საღამოები, რითაც მიიღწევა ცოდნის ტრენსფერი პრაქტიკაში და იზრდება მოსწავლეთა მოტივაცია. მოსწავლეებში უმჯობესდება სამეტყველო უნარები- ამით ჩემმა კვლევამ მიაღწია მიზანს და დასახული ამოცანის განხორციელებაც შესაძლებლი გახდა.  იმისათვის, რომ  შევძლოთ  რუსულ ენის სამეტყველო უნარების გაუმჯობესება სკოლაში,  საჭიროა აქტივობებს მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდეს, საჭიროა, მასწავლებელმა წინასწარ ან მოსწავლეებთან ერთად განსაზღვროს მისაღწევი შედეგები, შეარჩიოს აქტივობები, შეიმუშაოს დაკვირვებისა დაშეფასების ინსტრუმენტები.  დაგეგმვის, პროცესის ორგანიზებისა და შედეგების განხილვისას გასათვალისწინებელია ის გარემოებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მოსწავლეთა სხვადასხვა კუთხით განვითარებას. ჩემი კვლევის საფუძველზე, ვფიქრობ მასწავლებლებისთვის საინტერესო იქნება ის სარეკომენდაციო ქმედებები, რაც მოსწავლეთა დაინტერესებას და მიღებულ შედეგებს გაზრდის.  ამისათვის მასწავლებელმა: 

·         უნდა შექმნას გეგმა, რომელიც ორიენტირებულია კონკრეტული უნარების განვითარებაზე და საშუალებას აძლევს მას, გაზომოს  მისაღწევი შედეგები; 

·         უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები და ინდივიდუალური შესაძლებლობები, უზრუნველყოს თითოეული მოსწავლის ჩართულობა;

·         ამასთან უნდა შექმნას აქტივობებისათვის უსაფრთხო გარემო და უბიძგოს მოსწავლეებს, იმოქმედონ გაბედულად; ჰქონდეთ თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება;

·         რესურსების შერჩევისას (წიგნები, საღებავები, სურათები, ტექნიკა და ა.შ.) უნდა გაითვალისწინოს როგორც სხვადასხვა შესაძლებლობისა და ინტერესების მქონე ბავშვთა საჭიროებები, ასევე განსხვავებული კულტურის, რელიგიის, ეთნიკური წარმოშობისა და ა.შ. მოსწავლეთა მსოფლმხედველობა.

·         ახალი თამაშის შეთავაზებისას, საჭიროების შემთხვევაში, თავადაც უნდა ჩაერთოს მასში და მაგალითი მისცეს მოსწავლეებს; 

   მასწავლებელი სასწავლო აქტივობების მიმდინარეობისას ასრულებს ფასილიტატორის როლს და არ ერევა პროცესში; ან ასრულებს შუამავლის როლს. მხოლოდ მაშინ ერევა სიტუაციაში,  როდესაც ნეგატიური შედეგის საფრთხე დგება (ფიზიკურად ან ემოციურად), მაგალითად, როდესაც მოსწავლეები აშინებენ ან გარიყავენ ჯგუფის რომელიმე წევრს;

      მასწავლებელმა ყოველი აქტივობის ბოლოს უნდა უზრუნველყოს აქტივობის განხილვა მოსწავლეებთან ერთად და, საჭიროების შემთხვევაში, გასცეს რეკომენდაციები; მან ყურადღება უნდა გაამახვილოს თამაშის მიმდინარეობისას ბავშვების ქცევაზე, ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაზე, მათ ჩართულობასა და დაინტერესების ხარისხზე, აღნიშნოს როგორც გასაუმჯობესებელი, ასევე პოზიტიური მხარეები. შემდგომი განხილვისთვის ასევე ეფექტურია ვიდეოს და ფოტოების გადაღებაც.

 დაკვირვების შედეგად მიღებული მონაცემები მასწავლებელმა უნდა გაანალიზოს და  გაითვალისწინოს მომავალი აქტივობის დაგეგმვისას.

დასკვნა



    თანამედროვე ბავშვს უნდა თანამედროვე მიდგომა და რადგან მთელი ჩვენი ცხოვრება არის ძიება, მუდმივად რაღაცას ვეძებთ. ამიტომ, აღმოჩენითი, კვლევითი სწავლება, ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება უნდა ვასწავლოთ ჩვენს ახალგაზრდებს. ეს კი შევძელი კვლევის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებით, მათ შორის  რუსული ენის დღეების ორგანიზებით.

    უდიდესი შედეგის მომტანი აღმოჩნდა თამაშზე დაფუძნებული სწავლაა. ამ დროს აქტიური მეთოდების გამოყენება აძლიერებს სწავლის მოტივაციას, ზრდის სწავლების ხარისხს და მოსწავლის საუკეთესო თვისებების განვითარებას უწყობს ხელს. ასევე აღსანიშნავია, რომ ეფექტურად წარმართული თამაშები ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებას განაპირობებს. ასევე ეფექტურად, მოსწავლეთა ინტერესების შესაბამისად შერჩეული აქტივობები ზრდის მოსწავლეთა მიღებული ცოდნის ტრანსფერს პრაქტიკაში. ყოველივე ამის შედგად მიიღწევა ეროვნული სასწოვლო გეგმით დასახული მიზანი: თითოეულმა მოსწავლემ  მაღწიოს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს და შეძლოს თავისი უნარების რეალიზება.

     როლური თამაში მასწავლებელს და მოსწავლეებს ეხმარება  სხვადასხვა უნარის გამოვლენაში, შესაძლებლობების რეალიზაციაში. მონაწილეეები თავისუფლად  გამოხატავენ  თავიანთ აზრს და გამოავლენენ საკუთარ თავს ისე, რომ არ აქვთ სიმორცხვისა და გაუბედაობის განცდა.  სხვებთან ურთიერთობისას  არიან ლაღნი და კეთილგანწყობილნი ჯგუფის ყველა წევრის მიმართ. ნდობით ეკიდებიან ყოველ ახალ მონაწილეს და საშუალებას აძლევენ, თავი იგრძნონ ჯგუფის სრულყოფილ წევრად.   

   ყოველივე ზემოთ თქმულიდან ვასკვნით, რომ განხორციელებულმა ინტერვენციებმა უდიდესი  შედეგი მოიტანა. ამ დროს აქტიური მეთოდების გამოყენებამ გააძლიერა სწავლის მოტივაცია, გაზარდა სწავლების ხარისხი და მოსწავლის საუკეთესო თვისებების განვითარებას შეუწყო ხელი.

ახალი მეთოდებით ნასწავლ საკითხებზე მოსწავლეები უფრო თავისუფლად საუბრობენ, ანუ განხორციელებულმა აქტივობებმა  რუსულ ენაზე სასაუბრო უნარების დახვეწას შეუწყო ხელი.  ამით კვლევის მიზანი მიღწეულია, ამოცანა კი შესრულებული.

    თუმცა  ყოველი მეთოდის გამოყენების წინ მასწავლებელი უნდა დაფიქრდეს და კარგად გაიაზროს, შეესაბამება თუ არა არჩეული მეთოდი კონკრეტულ გაკვეთილს და წინასწარვე წარმოიდგინოს სავარაუდო შედეგი.

    ჩემს მიერ ჩატარებული კვლევა გავაცანი კოლეგებს.

  ჩემი გამოცდილება პედაგოგების ნაწილს დაეხმარა მოსწავლეების სხვადასხვა თავისებურებათა, ნიჭის, უნარისა და შესაძლებლობების უკეთ გამოყენებაში. ამით საგაკვეთილო პროცესი და კლასგარეშე აქტივობები უფრო შედეგიანად წარიმართა.

       უკუკავშირი, იყო როგორც დადებითი, ისე უარყოფითი. კოლეგების მცირე ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი აქტივობები ადრეც ხორციელდებოდა  და ვერ ხედავენ ვერავითარ სიახლეს.

      ვისთვისაც კვლევის გაზიარება დადებითი იყო მიიჩნევენ რომ თვითონაც განახორციელებენ საკუთარ პედაგოგიურ პრაქტიკის კვლევას.

     მათ დაადასტურეს თემის აქტუალობა და აღნიშნეს,რომ მიზანი შეესაბამება პრობლემატიკას, აგრეთვე კვლევის მეთოდები შესაბამისობაშია კვლევის მიზანთან. კოლეგები სრულად იზიარებენ კვლევის შედეგებს, რომელსაც გაითვალისწინებენ თავიანთ მუშაობაში.  გამოითქვა აზრი, რომ საჭიროა გაგრძელდეს ამ მიმართულებით მუშაობა, და ის უნდა იყოს ხანგრძლივი, სისტემური, მრავალმხრივი.

   კვლევის შედეგების გაზიარება საინტერესო აღმოჩნდა კოლეგებისთვის.  ისინი დაინტერესდნენ შედეგებით და გაუჩნდათ სურვილი საკუთარი პრაქტიკის კვლევა განახორციელონ. თემის არჩევა მათი პრაქტიკის საჭიროებიდან მოხდება.







   გამოყენებული ლიტერატურა:   

1.       ინასარიძე მ, ლობჟანიძე ს, რატიანი მ, სამსონია ი. „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის სქემის გზამკვლევი“ ნაწილი II მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2016 http://tpdc.gov.ge/uploads/pdf_documents/gzamkvlevi%20meore%20nawili.pdf



2.    ს.  ლობჯანიძე. „როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები“ ინტერნეტჟურნალი „მასწავლებელი“ 2012 წლის 3 მაისი.     http://mastsavlebeli.ge/?p=281



3.      გიორგაძე მიხ. „როგორ ვიმუშაოთ პედაგოგიურ კვლევებზე?“ / ციფრული რესურსი http://www.slideshare.net/mylenss/ss-15892201



4.      ზურაბიშვილი თ. „თვისებრივი მეთოდები სოციალურ კვლევაში“ სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი 2006 წ.   http://old.ucss.ge/geo/publication/publications_detail.php?ID=173

5.      წულაძე ლ. „რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში“ თბ. 2008.http://css.ge/files/Books/Books/raodenobrivi_kvlevis_meTodebis_saxelomzgv.pdf

6.      გაკვეთილის პროცესის წარმართვაში მოსწავლეთა მონაწილეობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები (29 აგვისტო, 2014)  მანანა ბოჭორიშვილი http://mastsavlebeli.ge/?p=1915

7.  განწყობის ფსიქოლოგია  დიმიტრი უზნაძე.





   11.   განმარტებითი ლექსიკონი /ეროვნ. სასწ. გეგმებისა და შეფასების ცენტრი. - [თბ., 2008].





















დანართი             კითხვარები



კითხვარი მასწავლებლებისათვის

         სამტრედიის #1 სკოლაში ტარდება  კვლევა “რუსულ ენის სამეტყველო უნარების გაუმჯობესების გზები სკოლაში“. თქვენი, როგორც პედაგოგის მონაწილეობა ამ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია და საჭირო არაა კითხვარზე თქვენი სახელისა და გვარის მითითება.

1.    არის თუ არა საკმარისი პედაგოგის მიერ მოსწავლისათვის სასურველი ატმოსფეროს შექმნა მოზარდის რუსულ ენაზე სამეტყველო უნარების გაუმჯობესებისათვის?

o არა 

o დიახ

o სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------------------------------



2.    თქვენი აზრით რა არის საჭირო მოსწავლეებში რუსული ენის სამეტყველო უნარების განვითარებისათვის?

o   სახელმწიფოს მხრიდან  მიექცეს მეტი ყურადღება რუსული  ენის სწავლების საკითხს

o   მშობლები  მეტი ყურადღებით  მიუდგნენ შვილების  რუსული  ენის სწავლით დაინტერესების საკითხს

o   მასწავლებლებმა გამოიყენონ მეტი ინოვაციური მეთოდი მოსწავლეთა  რუსული  ენის სწავლით დაინტერესებისათვის.

o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------------------------------

3.    თქვენი აზრით რომელი მეთოდი იქნება უფრო ეფექტური  რუსული  ენის სასაუბრო უნარების განვითარებისათვის?

o   როლური თამაშის

o   ჯგუფური მუშაობის

o   ტესტირების

o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



4.    რაში დამეხმარება ყველაზე მეტად სწავლების პროცესში როლური თამაშის მეთოდის გამოყენება? მიუწერე თითოეულს ქულა1-დან 10-მდე: ყველაზე მეტად რაშიც  დამეხმარება მას 10... ყველაზე ნაკლებს კი1.  ქულები შეიძლება განმეორდეს))

o   გადამწყვეტი ფაქტორია სასურველი ატმოსფეროს შექმნაში

o   ზოგიერთი მოსწავლის სწავლისადმი ინტერესისა გაზრდაში

o   მოსწავლეთა გაკვეთილზე ჩართულობის გაზრდის მიზნით 

o   წავლების ხარისხის გაზრდაში

o   მოსწავლეებმა დაინახონ რუსული ენის ცოდნის  რეალურ სიტუაციებში  გამოყენების მეტი პრაქტიკული საჭიროება.

კითხვარი მშობლებისთვის

   ქ.  სამტრედიის #1 სკოლაში ტარდება  კვლევა “ რუსულ ენაზე სამეტყველო უნარების გაუმჯობესების გზები სკოლაში“. თქვენი, როგორც მშობლის მონაწილეობა ამ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია. თქვენგან მიღებული ინფორმაცია ანონიმურია და საჭირო არაა კითხვარზე თქვენი სახელისა და გვარის მითითება.

1.    არის თუ არა საკმარისი პედაგოგის მიერ მოსწავლისათვის სასურველი ატმოსფეროს შექმნა მოზარდის რუსულ ენაზე სამეტყველო უნარების გაუმჯობესებისათვის?

o არა 

o დიახ

o სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------------------------------



2.    თქვენი აზრით რა არის საჭირო მოსწავლეებში რუსული ენის სამეტყველო უნარების განვითარებისათვის?

o   სახელმწიფოს მხრიდან  მიექცეს მეტი ყურადღება რუსული  ენის სწავლების საკითხს

o   მშობლები  მეტი ყურადღებით  მიუდგნენ შვილების  რუსული  ენის სწავლით დაინტერესების საკითხს

o   მასწავლებლებმა გამოიყენონ მეტი ინოვაციური მეთოდი მოსწავლეთა  რუსული  ენის სწავლით დაინტერესებისათვის.

o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------------------------------

3.    მიგაჩნიათ თუ არა, რომ თამაშით სწავლება უფრო საინტერესო იქნება თქვენი შვილისათვის რუსული  ენის უკეთ სწავლისათვის?

o   არა 

o   დიახ

o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------



კითხვარი მოსწავლეებისთვის

   ქ.  სამტრედიის #1 სკოლაში ტარდება  კვლევა “რუსულ ენის სამეტყველო უნარების გაუმჯობესების გზები სკოლაში“. თქვენი, როგორც მოსწავლის მონაწილეობა ამ კვლევაში ძალიან მნიშვნელოვანია.  მიღებული ინფორმაცია ანონიმურია და საჭირო არაა კითხვარზე სახელისა და გვარის მითითება.



1.    შეგიძლია თუ არა რუსულ ენაზე გამართულად საუბარი?

o   არა 

o   დიახ

o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------------------------------

2.    გაქვს თუ არა სურვილი  უკეთ ფლობდე  რუსულ ენაზე სამეტყველო უნარებს?

o   არა 

o   დიახ

o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------------------------------

3.    შენი აზრით რა არის საჭირო მოსწავლეებში რუსული ენის სამეტყველო უნარების განვითარებისათვის?

o   სახელმწიფოს მხრიდან  მიექცეს მეტი ყურადღება რუსული  ენის სწავლების საკითხს

o   მშობლები  მეტი ყურადღებით  მიუდგნენ შვილების  რუსული  ენის სწავლით დაინტერესების საკითხს

o   მასწავლებლებმა გამოიყენონ მეტი ინოვაციური მეთოდი მოსწავლეთა  რუსული  ენის სწავლით დაინტერესებისათვის.

o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------------------------------



4.    მიგაჩნია თუ არა, რომ როლური თამაშით სწავლება უფრო საინტერესო იქნება  შენთვის რუსული  ენის უკეთ სწავლისათვის?

o   არა 

o   დიახ

o   სხვა  (ჩაწერეთ თავად)------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------






No comments:

Post a Comment